აქტუალური
დავით დარჩიაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" არსებობას ამთავრებს

  საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" არსებობას ამთავრებს. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

 "ტარას ბულბა გახსოვთ? Я тебя породил, я тебя и убью. დამაინტრიგებლად იკვეთება უკრაინული ლიტერატურული სახე და ენმ-ში მიმდინარე პროცესები. "ნაციონალური მოძრაობა" ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა. ისტორია კი გაგრძელდება (საქართველოს მოდერნიზაციას ვგულისხმობ)", - წერს დავით დარჩიაშვილი.