აქტუალური
გივი თარგამაძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადატრიალების მცდელობაა

  საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. თარგამაძე პარტიის სამდივნოს სხდომის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 „პარტიის სამდივნოს სხდომაზე, იმის პასუხად, რომ საჭიროა პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი სხდომის ჩატარება, პასუხად მივიღეთ, რომ პოლიტსაბჭო მათი (ანუ მისი) გაგებით აღარ არსებობს და აწი ყველაფერს გადაწყვეტს ყრილობის საორგანიზაციო კომისია. თურმე წინა პოლიტსაბჭოს ნათქვამი, რომ მსგავსი კომისია უნდა შეიქმნას, იმთავითვე მის დამტკიცებას (!) ნიშნავდა. ხოდა, მივიღეთ ერთგვარი ГКЧП. პარტიაში გადატრიალების მცდელობა.

 არ ვიცი, ექვსნი საბჭოთა ანალოგის გამო არიან, თუ ლიდერს "ტროიკაეხამუშა და "შესწიორკა" უფრო ეამა. მაგრამ ფაქტია, რომ კულუარული, კაბინეტური მმართველობის მსხვრევის ფონზე უპირობო ავტორიტეტს უკვე გადაწყვეტილი 7 ათასიანი ყრილობის წესების დასაზუსტებელი პოლიტსაბჭოს ჩატარებისაც კი შეეშინდა. სურს მხოლოდ ყრილობა-ბალაგანი, ერთგვარი ხურალი, რომელზეც ექსტაზში მყოფთა შეძახილების ფონზე ყველაფერი, რაც სურს, ყოველგვარი პოზიციების შეჯერებისა და ხმების დათვლის გარეშე ისე დამტკიცდება, როგორც სურს.

 ამის უტყუარი ნიშანი ზუგდიდის შეხვედრაზე უკრაინულ ჩართვაშიც იყო - პარტიის ლიდერშიპის ნაწილი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია, უკვე სრულიად დაუფარავად დასდო ბრალი ივანიშვილთან გარიგებაში... ჰქონდა დიდგორის იდეა. ჩაუვარდა... და შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება“, - წერს გივი თარგამაძე.