პუბლიკაციები
ვლადიმერ პუტინი: არ გამოვრიცხავ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაბრუნებას

  საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი კონფლიქტის შემდეგ გაჩნდა. რამდენად ტრიავიალურად უნდა  მოგვეჩვენოთ, ჩვენ არ დაგვიწყია საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში. თუმცა, საბოლოო ჯამში უნდა ვიფიქროთ ურთიერთობების ნორმალიზებაზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 როგორც პუტინმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აღდგეს,

 "არ გამოვრიცხავ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნებას. მიმაჩნია, რომ ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მითუმეტეს, რომ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს საქართველოს ცალკეული მმართველი სტრუქტურების  მხრიდან. მნიშვნელოვანია ნორმალური ურთიერთობების დალაგება სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხაზით, ტერორიზმის წინააღმდეგე ერთობლივი ბრძოლის თვალსაზრისით, რათა უვიზო რეჟიმმა ჩვენი უსაფრთხოება არ დააზარალოს. ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია",-აღნიშნა პუტინმა.

 რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებაზე პუტინს კითხვა "მაესტროს" ჟურნალისტმა დაუსვა.