უცხოეთი
ნატომ რფ–ის ტერიტორიის პერიმეტრზე დაზვერვა გაააქტიურა

  საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ნატოს ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობა რუსეთის ტერიტორიის პერიმეტრზე მნიშნელოვნად გააქტიურდა, – განაცხადა რფ–ის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ რუსეთის სამხედრო უწყების შემაჯამებელ კოლეგიაზე.

 „გაიზარდა მათი სადაზვერვო ავიაციის ფრენათა საერთო რიცხვი: რუსეთის საზღვრებთან თითქმის სამჯერ, ხოლო რუსეთის სამხრეთ–დასავლეთში – რვაჯერ“, – განაცხადა შოიგუმ.

 ასევე, რუსეთის საზღვრებთან ერთ–ნახევარჯერ გაიზარდა ალიანსის საზღვაო დაზვერვაც, – აღნიშნა შოიგუმ.

 „საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ძალისხმევის გაერთიანების ნაცვლად, ნატომ რუსეთი მთავარ საფრთხედ გამოაცხადა და ჩვენს საზღვრებთან თავისი სამხედრო პოტენციალის ზრდას აგრძელებს“, – განაცხადა მან.