უცხოეთი
რუსეთი ნებისმიერ პოტენციურ აგრესორზე უფრო ძლიერია! – პუტინი

  საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი.  ამჟამად რუსეთი ნებისმიერ პოტენციურ აგრესორზე უფრო ძლიერია, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე.

 „ჩვენ კიდევ ბევრის გაკეთება მოგვიწევს, თუმცა უკვე დღეს ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ნებისმიერ პოტენციურ აგრესორზე უფრო ძლიერები ვართ“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.