პოლიტიკა
კახი კალაძე: თუ ტარიფების გადახედვის აუცილებლობა იქნება, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამაზე განცხადებას გააკეთებს

  საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას გამორიცხავს.

 „ტარიფებს ადგენს მარეგულირებელი კომისია, ამასთან დაკავშირებით მათ გააკეთეს განცხადება და დღევანდელი გადმოსახედიდან ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება. ასევე განიხილეს „თბოსადგურის“ ტარიფები, გარკვეული მიმართულებით მოხდა ტარიფების მატება „თბოსადგურების“ ტარიფებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქე ელექტროენერგიაზე გადაიხდის გაძვირებულ გადასახადებს. ასე რომ, თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ კურსიდან გამომდინარე ტარიფები გადაიხედოს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას. დღეს ამის აუცილებლობა არ არის და ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ აბსურდული და არასერიოზული განცხადებებისგან“, - განაცხადა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.