აქტუალური
მთავრობა მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღებას მოსახლეობიდან დამატებითი ხარჯის ამოღებით ცდილობს! - გიორგი პაპავა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესახებ

  საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ინფლაციის მიზეზებსა და მთავრობის მხრიდან განსახორციელებელ ნაბიჯებზე “კურიერის” პირდაპირ ეთერში ეკონომიკის საკითხების ექსპერტმა გიორგი პაპავამ, ისაუბრა.

 "საჭირო არ იყო სავალუტო აუქციონის ჩატარება. თუ ლარის კურსი ბოლომდე მცურავი უნდა ყოფილიყო, ეს პრობლემას არ მოაგვარებს და ეს არის ძალიან მოკლევადიანი გამოსავალი. მსგავსი მესიჯის გაგზავნა ბაზარზე, რომელიც შეიძლება თვლიდეს, რომ კურსი უნდა იყოს გაცილებით მაღალი, არის არასწორი. ეს გამოიწვევს იმას, რომ მოთხოვნა გაიზრდება დოლარზე, რადგან მათ შეიძლება იფიქრონ, რომ შესაძლებელია ამ კურსად დოლარის ყიდვა. ეს კი დამატებით ზეწოლას გამოიწვევს ლარზე და დააზარალებს ეროვნულ ბანკს“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

 მისი თქმით, ეკონომიკის ზრდას ესტონური მოდელი შეუწყობს ხელს, რომელიც რეალურად უფრო მეტ სახსრებს დატოვებს კერძო სექტორში და უმჯობესია, თუ სახელმწიფო ორი-სამი წლის განმავლობაში არ გაზრდის ხარჯებს. ახლა კი ჩანს, რომ დამატებითი ხარჯის ამოღებით ცდილობენ მოსახლეობიდან მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღებას.

 გიორგი პაპავა მთავრობას მოუწოდებს, რომ მთავარი აქცენტი ინვესტიციაზე გააკეთოს.