აქტუალური
ევრაზიის ახლად გახსნილი გვირაბით ევროპიდან აზიაში პირველად გიორგი კვირიკაშვილი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და ბინალი ილდირიმი გადავიდნენ

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ევრაზიის ახლად გახსნილი გვირაბით ევროპიდან აზიაში პირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი გადავიდნენ.

 ზღვის ქვეშ გაყვანილი 14,6 კილომეტრი სიგრძის გვირაბი ევროპისა და აზიის კონტინენტებს ერთმანეთთან დააკავშირებს, რაც ისტორიული „აბრეშუმის გზის“ აღდგენის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

 "ევრაზიის გვირაბის" 5,4-კილომეტრიანი მონაკვეთი ბოსფორის ქვეშ სპეციალური ტექნოლოგიით აგებული ორსართულიანი გვირაბისა და დაკავშირებული გვირაბებისგან შედგება.