უცხოეთი
ლავროვმა თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის მიზეზი დაასახელა

  საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის მიზანი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ძირის გამოთხრაა, - იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

 "როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბარში და სატელევიზიო გამოსვლაში, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ბარბაროსული აქტის ჩამდენების მთავარი მიზანი თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისთვის ძირის გამოთხრა იყო", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ეს ასევე იმიტომ განხორციელდა, რომ ხელი შეშლოდა სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

 "ეს არის მიზანი უგვანო საშუალებებით. არ გაუვათ", - დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 19 დეკემბერს თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე "რუსეთი თურქების თვალით" სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.