სამართალი
ტრაგედია ბერლინში

  საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა - ამის შესახებ გერმანიის დედაქალაქის პოლიციაში განაცხადეს.  სატვირთო მანქანა ბერლინის ცენტრში,  ბრაიტშაიდპლატცის მოედანზე საშობაო ბაზრობაზე შევარდა, 100 მ–ზე მეტი გაიარა და ხალხი გაჭყლიტა. 48 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

 პოლიციამ სატვირთო მანქანის სავარაუდო მძღოლი დააკავა. მეორე პირი, რომელიც სატვირთო მანქანაში იმყოფებოდა, გარდაცვლილი იპოვეს.

 გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მომხდარი  შინაგან საქმეთა სენატორთან და ბერლინის მერთან განიხილა.

 გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა მომხდარს ბერლინისთვის და მთელი გერმანიისთვის საშინელი საღამო უწოდა.