აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი გმობს ტერაქტებს თურქეთში და დაღუპულთა ოჯახებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს

  საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში თურქ კოლეგასთან, ბინალი ილდირიმთან შეხვედრისას გააკეთა.

 საუბრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას, მხარეებმა „ევრაზიის გვირაბის“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრების  შეფასებით, აზიისა და ევროპის კონტინენტების დამაკავშირებელი გვირაბი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივის განხორციელებაში.
ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსაც დაეთმო.


 პირისპირ შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლა.