უცხოეთი
პრეზიდენტ პუტინის ვიზიტმა იაპონიაში ხელი შეუწყო იაპონია–რუსეთის ურთიერთობების ახალ, დიდ აღმასვლას! – პრემიერ–მინისტრი სინძო აბე

  საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. იაპონის პრემიერ–მინისტრმა სინძო აბემ რფ–ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის იაპონიაში ვიზიტის შედეგების შესაფასებლად ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ТАСС–ის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხაილ გუსმანს, სადაც აღნიშნა, რომ ამ „ვიზიტმა ხელი შეუწყო რუსეთ–იაპონიის ურთიერთობების ახალ, დიდ აღმასვლას“: „ჩვენ, პრეზიდენტ პუტინთან ერთად, დავასკვენით, რომ ორმხრივი მისწრაფების შედეგად იაპონიასა და რუსეთს უსასრულო შესაძლებლობები აქვთ ყველა სფეროში ურთიერთობების გასავითარებლად“.