საზოგადოება
საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით 100-მდე სირიელმა მიმართა

  საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველო ალეპოდან დევნილების მისაღებად ემზადება. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისს 100-მდე სირიელმა მიმართა.

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული თავშესაფრების სისტემა ამ რაოდენობის მიგრანტების მისაღებად და მათ დასახმარებლად მზად არის.

 „გვყავს სირიის 100-მდე მოქალაქე, რომლებმაც გვთხოვეს დახმარება. ჩვენ შევისწავლეთ მათი საქმეები და ბუნებრივია, ისინი იმყოფებიან საერთაშორისო დაცვის ქვეშ საქართველოში და მაქსიმალურად უზრუნველყოფილია მათი უფლებების დაცვა“, - განაცხადა გიგა გიორგაძემ.