აქტუალური
ქუთაისი-ბათუმის მატარებელში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ”საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს

  საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. რკინიგზის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ში მოხდა აალება.

 ”ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და აალების მიზეზები უახლოეს პერიოდში გაირკვევა”, - აცხადებენ რკინიგზაში.