საზოგადოება
ოროსანი ობამა (საქინფორმი)

    საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს ყოველთვის დიად ქვეყანას უწოდებს, ამერიკელ ხალხს კი - დიად ხალხს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთს სუსტი ქვეყანა უწოდა, რომელიც აირის, ნავთობის და იარაღის გარდა არაფერს აწარმოებს.

  “ისინი უფრო ნაკლები, უფრო სუსტები არიან (აშშ-ზე - საქინფორმი). მათი ეკონომიკა არაფერს აწარმოებს, რის ყიდვასაც (სხვა ქვეყნები - საქინფორმი) მოისურვებდნენ, ნავთობის, აირის და იარაღის გარდა”, - განაცხადა ობამამ გასულ პარასკევს ვაშინგტონში, პრესკონფერენციის დროს.

  გეოგრაფიაში ოროსანმა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, როგორც ჩანს, არ იცის, რომ რუსეთი - მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანაა (ხმელეთის 1/8 უკავია) და აშშ-ზე თითქმის 2-ჯერ დიდია (17 075 400 კვ. კმ - რუსეთი, 9 518 900 კვ. კმ - აშშ); რომ იარაღის და ნახშირწყლების გარდა, რომელთა ექსპორტით რუსეთი მართლაც მსოფლიო ლიდერია, მას ექსპორტზე გააქვს სხვა სასარგებლო წიაღისეულიც და ხორბლის ექსპორტით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია; და რომ რუსეთი - მსოფლიო ლიდერია მაღალი კოსმოსური ტექნოლოგიების ექსპორტის სფეროში, მათ შორის - აშშ-ში: ყველა ამერიკულ რაკეტას რუსული სარაკეტო ძრავები უყენია!

  აი, ასე დაიწყო ბარაკ ჰუსეინის ძემ თავისი პრეზიდენტობა “სადღეგრძელოთი” (2009 წელს,  როცა ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ის-ის იყო თეთრი სახლის ზღურბლს გადააბიჯა, მას მშვიდობის დარგში ნობელის  პრემია მიანიჭეს “საერთაშორისო დიპლომატიის და ხალხთა შორის თანამშრომლობის განმტკიცებისთვის გაწეული უზარმაზარი ძალისხმევისთვის”, უფრო მარტივად რომ ვთქვათ - რუსეთთან ურთიერთობაში მშვიდობიანი “გადატვირთვის” დაწყების განზრახვისთვის), და “შესანდობარით” დაამთავრა...