უცხოეთი
სოხუმში საპროტესტო აქცია დასრულდა, რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციის წარმომადგენლებს თანამდებობები შესთავაზა

  საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. სოხუმში ოპოზიციური ძალების კრება გვიან ღამით დასრულდა. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ დემონსტრანტებს განუცხადა, დეფაქტო პრეზიდენტთან და ე.წ. პარლამენტის სპიკერთან გამართულმა ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა გარკვეული შედეგები გამოიღო. მან აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

 როგორც აფხაზური მედია იტყობინება, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციას პოლიტიკური ვითარების დასარეგულირებლად კომპრომისული გეგმა შესთავაზა. კერძოდ, ხაჯიმბამ ოპიზიციის წარმომადგენლებს პირველი ვიცეპრემიერის, გენერალური პროკურორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და ცენტრალური საარჩვენო კომისიის ოთხი წევრის თანამდებობები შესთავაზა.

 სოხუმში საპორტესტო გამოსვლის მონაწილეები დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაშლაზე უარს აცხადებდნენ. დემონსტრაციის ორგანიზატორი პარტია “ამცახარა” იყო.