აქტუალური
მარგველაშვილი: საქართველოს ნატო-ში გაწვერიანება ნიშნავს რეგიონში სიმშვიდეს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას

  საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე პრეზიდენტის სასახლეში სტრატეგიული დისკუსია გაიმართა. დისკუსიის ძირითადი თემები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნვეყლოფაში საქართველოს როლი და ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევებია.

 „სტაბილური, განვითარებული და დემოკრატიული საქართველო რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია, ეს კი ყველა იმ სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებში უნდა შედიოდეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში თანამშრომლობა და განვითარება,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 „ჩვენ მოუთმენლად ველოდებით და დაუღალავად მივისწრაფვით ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ. ხაზგასმით მინდა ვთქვა - საქართველოს ნატო-ში გაწვერიანება ნიშნავს რეგიონში სიმშვიდეს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.