აქტუალური
ფოთის პორტში პრობლემების სრულად აღმოფხვრას 28 დეკემბრისთვის გეგმავენ

  საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ეკონომიკისა  და  მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილე დავით ხუციშვილი ფოთის ნავსადგურში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ნავსადგურის მმართველი კომპანია „APM ტერმინალსის“ კომერციულ დირექტორს ჯოზეფ ქროულს  შეხვდა.

 როგორც  შეხვედრაზე აღინიშნა, 3 დეკემბერის ძლიერი შტორმის შედეგად  ფოთში  ტალღების სიმაღლემ 6 მეტრს  მიაღწია. მდინარე რიონის ადიდებამ  ზღვაში  დიდი რაოდენობის ნაშალი მასალისა  და ქვა-ღორღის ჩატანა გამოიწვია.  შედეგად ფოთის ნავსადგურში წყლის სიღრმე 5 მეტრამდე შემცირდა. სტიქიიდან გამომდინარე, დღეს ფოთის პორტი  სრული წარმადობით ვერ ფუნქციონირებს.  ტვირთების ნაწილის  გადამისამართება ბათუმის პორტში მოხდა და მათთან 24-საათიან რეჟიმში  ვმუშაობთ. თვითონ პორტის ხელმძღვანელობაც აქტიურადაა ჩართული  ფოთიდან გადამისამართებული გემების  მომსახურების პროცესში“, - განაცხადა დავით ხუციშვილმა.

 ფოთის ნავსადგურის მმართველი კომპანიის „APM ტერმინალსის“ კომერციული დირექტორის ინფორმაციით, 7 მეტრამდე არხის  გასაღრმავებლად დაახლოებით 10 000 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღის ამოღებაა საჭირო, ხოლო 9 მეტრამდე - დამატებით 60 000 კუბური მეტრის. ამისთვის კომპანიას  ბულგარეთიდან სპეციალური  ტექნიკა  შემოჰყავს.

 პრობლების სრული აღმოფხვრა 28 დეკემბრამდეა დაგეგმილი.