აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანში ილჰამ ალიევს შეხვდა

  საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი ჰყავს. ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში სტაბილურობის განმტიცების გარანტია. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო თავდაცვის სფეროში ურთიერთობის აქტიური დინამიკა, რაც თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში გამოიხატება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან, თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან.