აქტუალური
ამერიკის ეკონომიკური პროგრამა ჩვენგან არის გადაწერილი! - დავით ჭიჭინაძე

  საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში განაცხადა.

 "პრაქტიკულად ამერიკის ეკონომიკური განვითარების და წახალისების პროგრამაც, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილი. ძალიან ახლოს არის, ჩინეთისაც, სხვათა შორის. ინფრასტრუქტურული პროექტები ხდებოდა შიდა ვალის აღების ხარჯზე. პროცესი უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო და უნდა მომხდარიყო დოლარის ჩანაცვლება ლარით. დედოლარიზაცია დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე და ჩვენი ხალხის შემოსავალზე.

 დოლარის გამყარება ხდება, ლარის გაუფასურება კი არა, ყველა ვალუტის გაუფასურება ხდება. ამერიკელებს თავისი პროგრამა აქვთ, რაც სხვანაირად მოქმედებს მსოფლიო ეკონომიკაზე. ეს პროგრამა ჰქონდა დონალდ ტრამპს, რაც ითვალისწინებს დიადი ამერიკის აშენებას და მთელი ინვესტიციების ამერიკისკენ მიზიდვას, რაც დოლარის გამყარებას იწვევს ყველა  ვალუტასთან მიმართებაში.

 ამერიკის ბაზარი ყოველთვის ყველასთვის მიმზიდველია, ამიტომ როდესაც ეროვნული ვალუტები გაუფასურებულია, ამერიკაში ექსპორტი წახალისებულია. მთავარი მაჩვენებელი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში არის ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა. ეს ორივე საკმაოდ დადებითია საქართველოში“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.