აქტუალური
აღარ მოგიხნავთ ვენახებს! - გუგულიმ გლეხების "ბუდეს გადაუფრინა"...

  საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება, „ქართული ოცნების“ თილისმამ და "პაჟიზნენი" პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. გუგული გუგუნებს, რომ ოთხი წლის შემდეგ გარკვეული პროგრამები საჭირო აღარ არის, ერთ-ერთ მაგალითად მას გლეხებისა და ფერმერებისთვის გამოყოფილი დახმარება მოჰყავს.

 „უკვე ვხედავთ, რომ გარკვეული პროგრამები საჭირო აღარაა. მაგალითად, 4 წლის განმავლობაში მცირე ფერმებს მიწას უფასოდ ვუხნავდით. იმ ადამიანებს, ვისაც მიწაზე მუშაობა უნდათ, ამ 4 წლის განმავლობაში უნდა შეექმნათ საფუძველი, რომ ამიერიდან თავის მიწას თავად მოუაროს. მიუხედავად იმისა, რომ დახმარებები და მიზნობრივი პროგრამები კიდევ არის, მიზანშეწონილად აღარ მიმაჩნია, რომ მიწები ყველას გადავუხნათ.

 ამ გადახვნამ თავისი საქმე უკვე გააკეთა. ადამიანებმა უკვე დაინახეს, რომ მიწას შეუძლია ოჯახი არჩინოს. როცა სოფლებში ადამიანებს ვხვდები, მეუბნებიან, რომ თუკი ოჯახში ორი შრომისუნარიანი წევრი მაინც არის და მიწა აქვთ, ძირითადი პრობლემა დაძლეულია. რაც მოჰყავთ, ყველაფერი იყიდება", - განაცხადა გუგულიმ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.