პოლიტიკა
2012 წლიდან დღემდე ლარი 65%-ით გაუფასურდა, თუმცა საქართველოს ეკონომიკა იმყოფება ძალიან კარგ პირობებში - პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის  გუშინდელსხდომის დასაწყისში განცხადება გააკეთა, სააც, კერძოდ, აღნიშნა:

 „ლარის დევალვაციაზე, მის გაუფასურებაზე მინდა ვთქვა, რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, პრაქტიკულად ყველა  ვალუტა ჩვენი სავაჭრო– პარტნიორი ქვეყნებისა გაუფასურებულია.  თუ პროცენტებში შევხედავთ, რაზეც ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ და ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, 100%–ზე მეტად  გაუფასურდა ყველა ძირითადი ვალუტა: თურქული ლირა, უკრაინული გრივნა (200%–ზე მეტად გაუფასურდა) რუსული რუბლი (90%–ის ფარგლებში), აზერბაიჯანული მანათი (100%–ს ზევით). 2012 წელზე იყო საუბარი, რომლის შემდეგ ქართული ლარი არის გაუფასურებული დაახლოებით 60–65%–მდე ფარგლებში. ეს არ არის კარგი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ საქართველო, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და იმ სოციალური ფონისა, რომელშიც დღეს ჩვენი მოსახლეობაა,  გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში საიმისოდ, რომ ვიმსჯელოთ მომავალ ძალიან მნიშვნელოვან განვითარების გეგმებზე“.