საზოგადოება
სესხების გალარების აქცია მხოლოდ მათ შეეხება, ვისი წლიური შემოსავალი 100 000 ლარზე ნაკლებია

  საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის პრინციპული ამოცანაა, ჩვენს ქვეყანაში უცხოური ვალუტის რყევაზე დამოკიდებულება შემცირდეს, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 მისი თქმით, სწორედ ამიტომ ხორციელდება ლარიზაციის დიდი პროექტი, რომლის მცირე ნაწილი გალარების ერთჯერადი აქციაა. ამისათვის 2017 წლის ბიუჯეტში 65 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათით მინისტრები ვერ ისარგებლებენ. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის შედეგად იქნა მიღებული.

 პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, განმარტა, რომ პარლამენტის წევრებთან შეთანხმებით, აღნიშნული სოციალური პროექტით ვერ ისარგებლებენ ის ფიზიკური პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტია.