უცხოეთი
ანალიტიკოსებმა რუსეთისა და ნატოს კონფლიქტს 2017 წლის მთავარი საფრთხე უწოდეს

  საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოების ანალიტიკურმა ცენტრმა რუსეთსა და ნატოს ქვეყნებს შორის კონფლიქტს მსოფლიო თანამეგობრობისთვის 2017 წლის მთავარი საფრთხე უწოდა. მეორე ადგილზე ანალიტიკოსებმა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა დაასახელეს.

 მიზეზად ანალიტიკოსებმა „აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის აგრესიული ქმედებები“ დაასახელეს.

 საფრთხეთა კატეგორიაში მოხვდა არასტაბილური ვითარებაც ავღანეთში, ასევე კონფლიქტის ესკალაცია თურქეთსა და ქურთულ დაჯგუფებებს შორის.