აქტუალური
წმენდა „ნაცმოძრაობაში“

  საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ"ნაციონალური მოძრაობის”  ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს.

 ”ნაციონალურ მოძრაობასარჩევნების შემდეგ დაფინანსება თვეში დაახლოებით 100 000 ლარით შეუმცირდა. არსებულ ვითარებაში პრიორიტეტი პარტიის ცენტრალური ოფისი ვერ იქნება, რადგან მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს პარტიული ორგანიზაციების ისედაც მწირი დაფინანსება. მითუმეტეს შეუძლებელი ხდება ცენტრალურ ოფისში იმ პირების დამატებითი დაფინანსება, ვინც რეგიონულ ორგანიზაციებს წარმოადგენს. ცენტრალური ოფისიდან ამ ეტაპისთვის, ჩემდა სამწუხაროდ, გათავისუფლებულია 20-მდე თანამშრომელი“, – აცხადებს ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი სერგო რატიანი.

 სააკაშვილის გულმხურვალე მომხრემ ჩიორა თაქთაქიშვილმა  კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამსახურიდან სწორედ სააკაშვილის მომხრეები, ანუ ის ადამიანები დაითხოვეს, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარებას, მათ შორის - კობა ხაბაზი და გოგა ონიანი, რომლებსაც გიგა ბოკერიამ ე. წ. გარჩევები მოუწყო.

 „მე ”ნაციონალურ მოძრაობაში” 2012 წელს მოვედი და ჩემს მეგობრებთან ერთად ბევრი ცილისწამება ამიტანია. მეგობრებისგან ოდნავ უჩვეულოა. მჯერა, რომ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საშუალებებთან დაკავშირებითაც თანამოაზრეები ვიყავით”, - აცხადებს სერგო რატიანი.