აქტუალური
გრიპის ვირუსის გამო თბილისში ოთხი კლინიკა 24-საათიან მომსახურებაზე გადავა

  საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა განაცხადა.

 მისი თქმით, ოთხი კლინიკა - წინამძღვრიშვილის ქუჩაზე არსებული "საოჯახო მედიცინის ცენტრი", ასევე "მედკაპიტალის" საოჯახო კლინიკის ცენტრები ისანი-სამგორის რაიონში, გლდანის რაიონსა და საბურთალოს რაიონში 24-საათიან რეჟიმზე გადავლენ.

 „112-ში შესული ზარები დახარისხდება. გრიპის ვირუსთან დაკავშირებული  შემთხვევებიდან ყველაზე გადაუდებელ შემთხვევებზე სამედიცინო ბრიგადები გავლენ. დანარჩენი ზარები კი გადამისამართდება იმ საოჯახო მედიცინის ცენტრებში, რომლებიც დღეიდან 24-საათიან მომსახურებაზე გადავლენ“, - განაცხადა ბერძულმა და აღნიშნა, რომ პროტოკოლი მხოლოდ თბილისში ამოქმედდება, რადგან ამ ეტაპზე რეგიონებში სტაბილური ვითარებაა.

 მიღებული ზომების მიუხედავად, თბილისელები სასწრაფო დახმარების ბრიგადის დიდ – ზოგჯერ საათზე მეტ დაგვიანებას უჩივიან! – დაავადებულ ბავშვებთამ, რომლებიც „ა“ ჯგუფის გრიპის ვირუსს უფროსებზე მეტად ქვემდებარებიან