საზოგადოება
საქართველოში ყოველ კვირას შიდსით ინფიცირების 15-20 ახალი შემთხვევა ვლინდება

  საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველო იმ 9 ქვეყანას შორის არის, რომლებმაც შიდსისა და აივ ინფიცირების ეპიდემია ვერ შეაჩერეს.

 გადაცემა “არჩევანში” ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ შემაშფოთებელი სტატისტიკა წარმოადგინა.

 „ბოლო ერთ კვირაში (შიდსით ინფიცირების) 20 ახალი შემთხვევა  არის დაფიქსირებული. ყოველ კვირას 15-20 ახალი შემთხვევაა ფიქსირდება და ეს არის კატასტროფა“, - განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.