უცხოეთი
პუტინის „ოცნება“ – „მკაცრი ძაღლი“!

  საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. იაპონიაში თავისი ვიზიტის წინა დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იაპონური ტელეკომპანია  „ნიპონისა“ და გაზეთ „იომიურისთვის“ მიცემულ ინტერვიუებში ჟურნალისტებს აკიტას ჯიშის საკუთარი ძაღლი, სახელად „იუმე“ („ოცნება“) უჩვენა, რომელიც ყოველთვის იცავს პატრონს.

 „მითხრეს, რომ იუმეს ნახვა გსურდათ, აი ისიც, საუკეთესო ფორმაში“, – განაცხადა პუტინმა.

 იაპონელმა ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ „ძალიან მოხარული არიან მხიარული და მხნე იუმეს ხილვით, თუმცა, ცოტა შეშინდნენ, რომ შეხვედრის დასაწყისი ასეთია“.

 „სწორად შეშინდით, იმიტომ, რომ ის მკაცრი ძაღლია. აქ ძალიან ბევრი ხალხია, კამერები მუშაობს, სოფიტები ანათებს, ფოტოაპარატები ჩხაკუნობს და ამიტომ იგი თავის, მცველის, ფუნქციებს ასრულებს“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

 ერთ–ერთმა ჟურნალისტმა ივარაუდა, რომ იუმე ყოველთვის ასე იცავს პუტინს. „დიახ, ასეც არის“, – აღნიშნა პუტინმა.