უცხოეთი
უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი გადადგა და საზღვარგარეთ გაემგზავრა – ოლეგ ცარიოვი

  საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების პარლამენტის სპიკერმა ოლეგ ცარიოვმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი ჯერ კიდევ 8 დეკემბერს გადადგა და საზღვარგარეთ გაემგზავრა, – იტყობინება nation-news.ru.

 „უკრაინის ნაციონალური პოლიციის სპეცოპერაციის გრანდიოზული მარცხის შემდეგ კიევთან მდებარე სოფელ კნიაჟიჩში არსენ ავაკოვმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და საზღვარგარეთ გაემგზავრა“, – აცხადებს ოლეგ ცარიოვი. მისი თქმით, განცხადება შს მინისტრის გადადგომის შესახებ უკრაინის მთავრობაში 8 დეკემბერს მიიღეს. ცარიოვის ცნობით, „რადიკალური პარტიის“ ლიდერის ოლეგ ლიაშკოს დაბადების დღეზე კარგად გართობის მეორე დღეს ავაკოვი მივლინებით გაემგზავრა კანადაში და უკრაინაში ჯერაც არ დაბრუნებულა.