აქტუალური
გიორგი გახარია: ჩვენ ველოდებით ლარის კურსის დასტაბილურებას

  საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ასეთი კომენტარი გააკეთა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 „ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ პატარა, ღია ეკონომიკა. შესაბამისად, უნდა ვიყოთ მზად და ვიაზრებდეთ იმას, რომ მოვლენები, რომლებიც ვითარდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში, შეუძლებელია, ჩვენს ეკონომიკაზე არ აისახოს. რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვოლატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს არის მოკლევადიანი თემა. ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 მისივე თქმით, ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც მიმართულია ძირითადად სწრაფი ეკონომიკური ზრდისკენ, გამიზნულია იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო სწრაფი.

 "ეს არის ერთადერთი საშუალება ლარის კურსის გრძელვადიანი დასტაბილურებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.