აქტუალური
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო კომისიაზე უარის თქმა, რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია

  საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 „მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მაშინ, როდესაც კომისიის ფორმატში მსჯელობის ცენტრი უნდა იყოს პარლამენტში, როგორც მინიმუმ, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებას იწვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღოს ამ კომისიის საქმიანობაში”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 „საქართველოს პარლამენტის მხრიდან შემოთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და არ არის ორიენტირებული ფართო კონსენსუსის მიღწევაზე. აქ მეტი აქცენტია ერთპიროვნულ და ერთპარტიულ გადაწყვეტილების მიღებაზე. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.