უცხოეთი
კერიმ რუსეთს ალეპოში შეიარაღებული ოპოზიციის დანდობა სთხოვა, რათა იქ მყოფი ამერიკელი ინსტრუქტორები და მათი მეურვეობის ქვეშ მყოფნი გადაერჩინა

  საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი.  აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიმ რუსეთს მოუწოდა ალეპოში მებრძოლ მეამბოხეებისადმი „ცოტა გულმოწყალება“ გამოიჩინოს. ამის შესახებ მან ჟენევაში განაცხადა, სადაც აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნები ცდილობდნენ შეთანხმების მიღწევას, რომელიც საშუალებას მისცემდა მეამბოხეებსა და მოქალაქეებს ალეპო დაეტოვებინათ.

 „რუსეთსა და ასადს, ახლა როდესაც დომინანტ პოზიციაში იმყოფებიან, შანსი აქვთ ცოტა გულმოწყალება გამოიჩინონ“, - განაცხადა მან. მისი თქმით, მებრძოლები შიშობენ, რომ თუ ალეპოს დატოვებაზე დათანხმდნენ, მაინც ვერ მიიღებენ დროებით უსაფრთხოების გარანტიას.