უცხოეთი
იაპონიის პრემიერს პუტინთან საუბარი და კურილიის კუნძულების პრობლემის გადაჭრა სურს

  საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძიო აბემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, რომ მათ ქვეყნებს შორის არსებული ისტორიულ დაპირისპირებას აუცილებლად ბოლო უნდა მოეღოს. აღნიშნული განცხადება აბემ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. იაპონია რუსეთს კურილის კუნძულების საკითხის გადაწყვეტის კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს.

 "ვლადიმერ, ჩვენ ერთი თაობის ადამიანები ვართ. ვიყოთ გამბედავები და დავუტოვოთ ჩვენს მომდევნო თაობებს ისეთი მშვიდობა, რომ მათ ჩვენი ქვეყნების პოტენციალის სრულფასოვანი გამოვლენა შესძლონ. ჩვენს შორის კიდევ არ არის ხელმოწერილი ხელშეკრულება მშვიდობის შესახებ," - განაცხადა აბემ.

 საკითხი კურილის კუნძულების ერთი ნაწილის იაპონიისათვის დაბრუნებას ეხება, რომელზე მაცხოვრებელ რუსულენოვან მოსახლეობასაც იაპონიის მხარე ორმაგ მოქალაქეობასა და კუნძულებზე თავისუფალი ცხოვრების გარანტიას პირდება.

 პრემიერის საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ იგი ეთანხმება იაპონიის ლიდერს - პრობლემა უნდა გადაიჭრას.