აქტუალური
სააკაშვილი, როგორც ქართველი პოლიტიკოსი, ცუდ ფორმაშია! - თამარ ჩერგოლეიშვილი

  საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა TV პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის გადაცემაში "შეკითხვის დრო" განაცხადა.

 „10 წელი რომ სასახლეში ყოფილიყავი და შემდეგ 4 წელი სხვა ქვეყანაში, ნებისმიერი ადამიანი, პოლიტიკოსი დაკარგავდა განცდას იმისას, რა უნდა მის ამომრჩეველს. სააკაშვილი, როგორც ქართველი პოლიტიკოსი, არ არის ფორმაში, მაგრამ როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი, ფორმაშია. რაც მთავარია, თვითონვე თქვა პარტიის თავმჯდომარეობაზე ფაქტობრივად უარი, რადგან ერთია, რომ ის იძულებით წავიდა ქვეყნიდან, რადგან პოლიტიკურ დევნას აარიდა თავი და უკრაინაში დაიწყო საქმის კეთება, მაგრამ ის იყო, როგორც საქართველოს მოქალაქე, პოროშენკოს ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელი. ეს მისი გადაწყვეტილება იყო, რომ მას სურდა უკრაინის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა, სწორედ ამიტომ დათანხმდა ოდესის გუბერნატორობას, მიუხედავად იმისა, რომ მე წინააღმდეგი ვიყავი და ამის შესახებ საჯარო პოსტიც დავწერე. საქართველოს მოქალაქეობაზე ფაქტობრივი უარის თქმა იყო შეცდომა. ამის გამოც მოღალატედ შევირაცხე“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.