აქტუალური
სემინარის „NATO - მეცნიერება მშვიდობის და უსაფრთხოებისათვის“ მონაწილეები „დელტას“ ეწვივნენ

   საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. 5 და 6 დეკემბერს თბილისში, ნატოს  პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” (SPS) ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის გენერალ იონას ზემაიტისის სამხედრო აკადემიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა მოწინავე კვლევების სემინარი: „უსაფრთხოების ახალი რისკების მართვა ენერგეტიკული ნაკადებისთვის სამხრეთ კავკასიაში“. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ რუმინეთის საელჩო საქართველოში და ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG). სემინარის ფარგლებში მონაწილეები ეწვივნენ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“, სადაც საწარმოო სიმძლავრეები და ქართული წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქცია დაათვალიერეს. მათ შორის: “დიდგორის” ტიპის ჯავშანმანქანები, ინდივიდუალური დაცვის სისტემები, ცეცხლსასროლი შეიარაღება და სხვა.