აქტუალური
გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატოს სამხედრო წარმომადგენლობა მიიღო

  საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს სამხედრო პარტნიორობის დირექტორატის შტაბის უფროსის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ოდ ეგილ პედერსენს შეხვდა. 

 მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის სფეროში  ნატოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს. როგორც გენერალმა ჩაჩიბაიამ აღნიშნა, უწყებაში მიმდინარე რეფორმები თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლებებს. გენერალური შტაბის უფროსმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება „ნატო-საქართველოს სწავლება 2016-ზე“, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების (JTEC) ცენტრში ნოემბერში ჩატარდა. 

 მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ მიმართულებებზეც ისაუბრეს. აღინიშნა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მნიშვნელობა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რომელიც მომავალში რეგიონულ მასშტაბებსაც შეიძენს.