რედაქტორისგან
„რუსთავი 2“ მოიმკის იმას, რასაც 2003 წლიდან თესავდა! - არნო ხიდირბეგიშვილი „რუსთავი 2“-ს საქმეზე მოსალოდნელი განჩინების შესახებ

  დღეს ქართული სასამართლო დამოუკიდებლობაზე ტესტს აბარებს: თუკი პრეზიდენტ სააკაშვილის ზეწოლით ჩალის ფასად გაყიდული საკუთრება ძველ მფლობელს დაუბრუნდება, ესე იგი, საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი და დემოკრატიამ გაიმარჯვა. ხოლო თუ ტელეკომპანიის მფლობელი - შესაბამისად, მენეჯმენტი, რაც ამ შემთხვევაში მთავარია! -  უწინდელი დარჩება, ესე იგი, საქართველოში კვლავ ორმაგმა სტანდარტებმა და სააკაშვილმა გაიმარჯვეს. ესე იგი, საქართველოს ხელისუფლებამ ისევ „დაუხარა თავი“ დასავლეთელ მენტორებს.

 ყველას, ვინც ასე არ მიიჩნევს, განსაკუთრებით კი სხვადასხვა ევროატლანტიკური სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომლებიც ტრადიციულად უბოდიშოდ ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, მინდა შევახსენო, რომ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა რომის სამართლის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავ და მედიის უფლებები აქ არაფერ შუაშია - ტელეკომპანიას არავინ დახურავს და მის პროფესიონალ თანამშრომლებს არ გაუჭირდებათ ნებისმიერ ახალ მენეჯმენტთან თანამშრომლობა.

 დღეს „რუსთავი 2“-ის დეზინფორმაციის და პოლიტიკური გადაცემების ყურებას იმუნიტეტი სჭირდება, რომელიც გაფილტრავს მის ფალსიფიცირებულ ანტიქართულ ანტისახელმწიფოებრივ ულტრადასავლურ რევანშისტულ ნარატივს, რადგანაც „რუსთავი-2“ არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი ან, თუნდაც, ოპოზიციური მედია.  „დამარცხებული ხალხის ტელევიზია“ გახლავთ დასავლეთის „რბილი ძალა“ საქართველოში პერმანენტული ფერადი რევოლუციების მოსაწყობად, პროპაგანდისტული იარაღი ჰიბრიდულ ომში ტრადიციულ ქართული ღირებულებების წინააღმდეგ, მათ შესანაცვებლად LGBT-ღირებულებებით და ქართული სახელმწიფოს გადასაქცევად კონტროლირებად ტერიტორიად ნატოს სახმელეთო და საზღვაო ბაზებით.

 ამიტომაც „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი მარტო ორ სუბიექტს შორის კერძო დავა არ არის - ეს პოლიტიკური და პრინციპული მენტალური საკითხია, რომელიც პირდაპირ ასე დგას: ვინ გაიმარჯვებს საქართველოში? მართლმადიდებელ ქართველებ თუ „რომეო და ჯულიეტოვნას არჩევანი? მივიდნენ თუ ჯერ კიდევ არა ქართველები იმ კონდიციამდე, რომ თავისივე სქესის შეყვარებულებზე დაქორწინდნენ და საკუთარ შვილებთან სექსი ჰქონდეთ?

ამიტომაც დღეს ნატო-ში, აშშ-ის კონგრესსა და  ევროპარლამენტში შეშფოთებულებს უკვე დაავიწყდათ საკუთარი პრობლემები და მარტო საქართველოში  „მედიაპლურალიზმის დაცვით“ არიან დაკავებული! აღშფოთებული დასავლეთისთვის საქართველოში სიტყვის ავისუფლების და მედიის მრავალფეროვნების მაჩვენებელი ხომ მარტო „რუსთავი 2“ გახლავთ!

„რუსთავი 2“, რომელიც 2003 წლიდან ყველა მისგან განსხვავებულ და ხალხში პოპულარულ მედიას - გაზეთი იქნებოდა ეს, ტელევიზია თუ ელექტრონული გამოცემა - „რუსული პროპაგანდის მატარებელსუწოდებდა, რაც სააკაშვილის დროს მათი დარბევის და განადგურების საუკეთესო მიზეზი იყო! ამიტომ დღეს „რუსთავი 2“ აუცილებლად მოიმკს იმ აუტანლობას, რასაც 2003 წლიდან საქართველოში თესავდა!

განა სიმართლე როდისმე პროპაგანდა ყოფილა ან სიმართლეს პროპაგანდა სჭირდება?! განა სიმართლის ბოლო ინსტანცია სააკაშვილის მედია-ცენზორი „რუსთავი 2“-ა?! განა სიმართლე დისკუსიასა და კამათში არ იბადება?! განა არ შეიძლება, „რუსთავი 2“ სამაგალითო, ყველას მიმართ ობიექტურად კრიტიკულად განწყობილ და ხალხში პატივსაცემ მედიდ გადავაქციო?!

დღეს კი „რუსთავი 2“ იმ „ბინძურ ბომბს ჰგავს, რომლითაც ამერიკულ თრილერებში ტერორისტები აშშ-ის მთავრობას აშანტაჟებენ და მოთხოვნებს უყენებენ: „რუსთავი 2“-ით სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას აშანტაჟებს და თუ მას პარტიის შემდეგ ტელეკომპანიასაც „აახევენ“, ის ამერიკელების შანტაჟზე გადავა  და მათ საერთო საიდუმლოებების გამჟღავნებით დაემუქრება - რამდენ ფულს უგზავნიდნენ იქიდან, რა მიზნებისთვის, და რა „ატკატებს“ აგზავნიდა აქედან თვითონ.

მაგრამ სააკაშვილი გონებაჩლუნგია, ამიტომაც არ ესმის, რომ ამით საკუთარ სასიკვდილო განაჩენს აწერს ხელს... სააკაშვილი „დემოკრატიის შუქურაა“ და ასეთად უნდა წავიდე საიქიოს - იმ ადამიანებს ამერიკაში, ვინც ასე შეარქვა, ხუმრობა არ უყვართ და არავის მისცემენ ნებას, სააკაშვილი საქართველოს გადასცენ, გაასამართლონ და ციხეში ჩასვან. „დემოკრატიის შუქურა“ ციხეში კი არ უნდა იჯდეს, სადაც მამაკაცებს აუპატიურებდნენ - ის ბოლომდე უნდა ჩაიფერფლოს და გზა გაუნათოს ხალხებს, როგორც პრომეთე - თავისი ჩირაღდნით!  ამიტომ მიშას ან ზედმეტი დოზისაგან მკვდარს იპოვიან საუნაში, მთვრალი მეძავის საზოგადოებაში, ან ჩამომხრჩვალს კიევის საგამოძიებო იზოლატორის საკანში, სადაც მას უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით უკრავენ თავს.

მიშა პათოლოგიური ლაჩარია და თუ საქართველოში მის ექსტრადირებას მოახდენენ, საკანში კალამს ვეღარ გააგდებინებენ ხელიდან - ერთმანეთის მიყოლებით ჩაუშვებს ყველას, ბუშებისა და კლინტონების ოჯახებამდეც მივა! აი, მხოლოდ მაშინ გავიგებთ დაწვრილებით - ვინ, რატომ და ვისი ხელით მოკლა ჟვანია, შარაძე, პატარკაციშვილი, ბენდუქიძე და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკი ფრედ ვუდროფი! ცხადია, სააკაშვილის ყოფილი პატრონები ამას არ დაუშვებენ.

ვუბრუნდები „რუსთავი 2“-ს: მაინც ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება, ქართული სასამართლო გაუძლებს ვაშინგტონის, ბრიუსელის და სტრასბურგის უხეშ ზეწოლას...

სხვათა შორის, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, განსაკუთრებით "ქართული ოცნების" საკუთარ თავზე შეყვარებულ ზოგიერთ დეპუტატს, ვურჩევდი, ნაკლებად იყურყუტონ "რუსთავი 2"-ის ტელეეთერში, ან საერთოდ, ბოიკოტი გამოუცხადონ მას, როგორც 2012 წლის არჩევნების წინ! გარდა იმისა, რომ ისინი ქართველი ხალხისთვის ანტიპათიური ხდებიან, ეს უარყოფით გავლენას ახდენს "ქართული ოცნების" რეიტინგზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ამით პრავებენ“ სააკაშვილის ტელეკომპანიის მნიშვნელოვან ოპოზიციურ“ სტატუსს!

დიდი ალბათობით, მიღწეული იქნება კომპრომისი: „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება ჟურნალისტური კოლექტივის შენარჩუნების პირობით, რადგანაც განახლებულ, სააკაშვილისგან გათავისულებულ ქვეყანაში მეორე პოლიტიკურ პარტიას რუპორი მაინც სჭირდება. დასავლეთი განახლებულ „ნაცმოძრაობისთვის“ რუპორს „რუსთავი 2“-ს სახით არავის წაართმევინებს!

გიგა ბოკერია არის ადეკვატური და გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი - მიშას სექტანტებისგან მისი გაწმენდა და კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალად გადაქცევა.

“საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 12 დეკემბერი
საქართველო, თბილისი