უცხოეთი
ტრამპი აშშ–ის არჩევნებში რუსეთის ჩარევას უარყოფს

  საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის არჩეული პრეზიდენტს არ სჯერა, რომ რუსეთი შესაძლოა ჩარეული ყოფილიყო ჰაკერების მიერ ჰილარი კლინტონის შტაბის მიმოწერის მოპარვაში.

 ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის არ სჯერა. ამის შესახებ მან ჟურნალ „თაიმს“ განუცხადა, რომელმაც იგი წლის ადამიანად აღიარა.

 „არ მჯერა, არ მიმაჩნია, რომ ისინი ჩაერივნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 შეგახსენებთ, რომ კლინტონის განცხადებით, კებერშეტევა აშშ–ზე პუტინის დავალებით განხორციელდა.