საზოგადოება
აჭარაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 %-ით გაიზარდა

  საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი.  2016 წლის 10 თვის მონაცემებით, აჭარაში ტურისტების  4,7% -იანი ზრდა ფიქსირდება, რაც 435 585 ტურისტს გულისხმობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ტურისტების რაოდენობის კვლევა რეგიონში არსებული რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

 რეგიონს 11 თვის განმავლობაში 1 332 215 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.

 11 თვეში საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა, რაც 126 474 უცხოელ ვიზიტორს გულისხმობს.

 მოგზაურების უმრავლესობა რეგიონს ისევ თურქეთიდან (962 382), აზერბაიჯანიდან (114 177), რუსეთიდან (62 150), უკრაინიდან (36 922) და სომხეთიდან (16 158) სტუმრობდა. რეგიონს 11 თვეში 28 982 საერთაშორისო მოგზაური ეწვია ისრაელიდან, რაც 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 წელს 87%-ით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ირანიდან, საიდანაც რეგიონში 11 თვის განმავლობაში 32 340 ვიზიტორი შემოვიდა.