აქტუალური
ქართულმა ქაღალდის საწარმო ”ნეობრითმა” ნატოს ტენდერი მოიგო და ავღანეთში კოალიციის მისიას საოფისე ქაღალდით მოამარაგებს. შესაბამისად, კომპანიის მენეჯმენტი უკვე მეორე საწარმოო ხაზის აგებას გეგმავს.
კომპანიამ ტენდერის მოგება კონკურენტებზე 8%–ით დაბალი ფასის დასახელებით შეძლო. ,,ნეობრითის’’ საწარმო წეროვანში მდებარეობს და ძირითადად იძულებით გადაადგილებულთა დასაქმებაზე ზრუნავს.