სამართალი
ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია ფარულად მოხდა…

  საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც მურთაზ ზოდელავამ კიევიდან ჩართვისას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიების პირველადი ვერსია სწორია და მისი საპირისპირო მტკიცებულებები არ არსებობს.

 "ჩემი ინფორმაციით, ფარულად მოხდა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება და არაფერი არ აღმოჩნდა. ამ საკითხის მიმართ ”ქართულმა ოცნებამ” დაკარგა ყოველგვარი ინტერესი, ამიტომაც გოგლა ჟვანია არ იყო საპარლამენტო სიაში, მისი მეუღლე არ არის მინისტრის პირველი მოადგილე. ადამიანები, რომლებიც ამ საქმეზე ციხეში ისხდნენ, პატიმრობაში აბსოლუტურად არაფრის გამო იმყოფებდნენ”, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.