უცხოეთი
მინდა წარმატებით დავასრულო ჩემი კარიერა – განაცხადა პუტინმა და გაიცინა

  საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კარიერის წარმატებით დასრულებასა და მოგზაურობაზე ოცნებობს. ამის შესახებ მან ჩელიაბინსკში ქარხნის მუშებთან შეხვედრისას ისაუბრა. საწარმოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა პუტინს ჰკითხა, რაზე ოცნებობს პრეზიდენტი.

 “დღეს ჩემი ყველა მოგზაურობა მდგომარეობს იმაში, რომ მე ჩავდივარ აეროპორტში, იქიდან გადავდივარ რამე დაწესებულებაში, შემდეგ ისევ აეროპორტში. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, სხვაგვარად მოგზაურობას, ბუნების, ისტორიული ღირსშესანიშნაობების ნახვას”,  - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 როგორც გასული წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ის არ არის დარწმუნებული, რომ 2018 წელს პრეზიდენტად მეოთხე ვადით კენჭისყრის უფლებით ისარგებლებს.

 “ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანასა და მსოფლიოში კონკრეტულ სიტუაციაზე და ჩემს პირად განწყობაზე”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.