პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე აირჩიეს

  საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე აირჩიეს.

 ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

 მმართველი გუნდის 14 დეპუტატმა ნდობა გამოუცხადა ზურაბ პატარაძეს.

 "დიდი მადლობა ამ ნდობისთვის. დღეს ვრცლად ვისაუბრე იმ გეგმებზე, რა მიმართულებითაც ვიმუშავებთ, სად გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. წელს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მაღალმთიანი აჭარა და ინვესტიციებია. ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, გამოგვივა", - განაცხადა პატარაძემ.