საზოგადოება
შარშან ზაფხულს დაწყებული პროცესი შპს "ზუგდიდის სატყეო მეურნეობაზე" რიცხული ადგილობრივი ტყის ფონდის ადგილობრივ თვითმმართველობაზე გადმოცემის შესახებ დღემდე დამთავრებული არ არის.
შპს ზუგდიდის სატყეო მეურნეობა დღემდე ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც შეუჩერა ამ ორგანიზაციას შეშის დამზადების ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტის, ანუ მკაცრი აღრიცხვის ფურცლის გაცემა, რომლის საფუძველზე ზუგდიდის მოსახლეობა შეშას ამზადებდა ადგილობრივ ტყის ფონდში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ეკონომიკის სამინისტროს, რომ გადმოეცეს ზუგდიდის სატყეო მეურნეობის ტყის ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მმართველობას. წერილი ეკონომიკის სამონისტროშია. ზუგდიდის მოსახლეობა მინისტრის ხელმოწერას ელოდება, ამასობაში კი შუა ზამთარიც დადგა. ზუგდიდის მოსახლეობა ამ ბიუროკრატული პროცესის გამო შეშას ვერ ამზადებს, წინ კი იანვრისა და თებერვლის სუსხიანი დღეებია.