ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაცია 12 იანვარს შედგა. ეს უკვე მეორე გამოცემაა და ის ეძღვნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმყრობელს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
როგორც საქინფორმის კორესპონდენტს აცნობეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში, ეს პრეზენტაცია დაკავშირებულია საართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს 78-ე წლისთავთან.ამ წიგნში წარმოდგენილია ქართული ქრისტიანული ხელოვნების განვითარების გზა: სატაძრო ხუროთმოძღვრება, ქვის პლასტიკა, ლითონმქანდაკებლობა, კედლის მხატვრობა, ხატწერა, ხელნაწერთა დასურათება, მინანქარი და ნაქარგობა IV საუკუნიდან დღემდე.
წიგნს აქვს ილუსტრირებული ალბომის სახე, იგი შეიცავს 273 ფერად ილუსტრაციას, რომელთა უმეტესობა 1973 წელს დაარსებულ სერგო ქობულაძის სახელობის ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორიას ეკუთვნის.
წიგნი მომზადებულია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ.
ეს გამოცემა წარდგენილი იქნება წიგნის მსოფლიო ფესტივალზე ფრანკფურტში (გერმანია).