აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა

  საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა განიხილეს, ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის შესრულების პროცესზე და საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.

 შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ დადებით სავაჭრო დინამიკას და გამოითქვა იმედი, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.

 გიორგი კვირიკაშვილმა სესილია მალმსტრომს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

 ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზაობა, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს რეფორმების პროცესში, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესასრულებლად.