საზოგადოება
ზვიად ძიძიგური: ლარი მალე დასტაბილურდება და აჟიოტაჟს არ აჰყვეთ

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, განგაშის საფუძველი არ არსებობს. 

 “ეს აჟიოტაჟი ძალიან მალე ჩაცხრება და დასტაბილურდება ლარი. მთავრობა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ღონისძიებებით წარდგა პარლამენტის წინაშე და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რომ ლარის დასტაბილურებას შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, განგაშის საფუძველი არ გვაქვს და არც გვექნება მომავალში. შარშანაც იყო ასეთი აჟიოტაჟი და ვინც ლარი დოლარზე გადაახურდავა, დაზარალდა. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ამ აჟიოტაჟს არ აჰყვნენ”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.