სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი მორიგ ნათლობას გამართავს

19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე 530 ბავშვს მონათლავს. ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. პატრიარქის ნათლულების რეგისტრაცია 2010 წლის 19, 20, 21 დეკემბერს მიმდინარეობდა.
2008 წლიდან დღემდე ჩვილთა მეთოთხმეტე ნათლობაა ჩატარებული. კათოლიკოს-პატრიარქმა უკვე 6000 ბავშვი მონათლა. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახებში მესამე და მომდევნო შვილები არიან.