აქტუალური
ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსზე თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილეს

  საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ მიმდინარე ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მეორე დღე საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებზე მსჯელობას დაეთმო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გაძლიერდეს იმიტომ, რომ პარტნიორებს რეგიონში ძლიერი ქვეყანა სჭირდებათ. ამ მხრივ მან ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მიღწევაზე გაამახვილა ყურადღება.

ეროვნულ უსაფრთხოებაში სამხედრო კომპონენტზე და საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე ისაუბრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო გაზაფხულზე უკვე დაიწყებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ახალგაზრდების გაწვევას ახალი პროგრამებითა და შეთავაზებებით.

პანელს ფინეთის ელჩი საქართველოში არია მაკონენი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იუსსი ვოუტლაინენი დაესწრნენ. მათ კურსში მონაწილეობისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს.