რელიგია
უახლოეს მომავალში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების და ისტორიული ძეგლების აღრიცხვა მოხდება. ამ ინფორმაციას რადიო ”ჰერეთი” ავრცელებს. აღრიცხვას გამგეობის შესაბამისი სამსახური აწარმოებს.
სპეციალური ფორმის შევსების შემდეგ, მონაცემები საპატრიარქოში გაიგზავნება, სადაც კონკრეტულ ძეგლებს შეარჩევენ, რომლებსაც ფონდები შესაბამის დახმარებას გაუწევენ, მიწა კი, სადაც ძეგლია განთავსებული, საკუთრებაში გადაეცემათ.